ნამიოკი ბიძინას რას გულისხმობს ნინო ბურჯანაძე ?

ნინო ბურჯანაძე – “როდესაც 50 პარტიიდან, რომელიც ბიულეტენში იყო, 49 ამბობს რომ არჩევნები გაყალბდაო, ხუთი მილიარდი რომ გაქვს, კი უნდა მოახერხო, ერთი ორი პარტია ამბობდეს არჩევნები სამართლიანი იყოო, ასე მაინც უნდა ჩაატარო არჩევნები”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლოდერმა, ნინო ბურჯანაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

თუ ბურჯანაძის წარსულს გადავხედავთ რთული გამოსაცნობი არ არის რის თქმა სურდა ქალბატონ ნინოს.

“ბიძო გვესროლე მილიონები და დავფიქრდებით არჩევნების შედეგზეო”

ნაცებს ცალი ფეხი პარლამენტში აქვთ უკვე და ნინომ ერთი ფეხიც კი ვერ შედგა, ძალიან კი უნდოდა პარლამენტარი დედა გამხდარიყო პარლამენტარი შვილის, მაგრამ ქართველმა ხალხმა გადაჭრით უთხრა, არც შენი გამოცდილება და არც შენი ძალა არ გვჭირდბაო.

ხელცარიელმა ნინომ ბოლოს ბიძოს კუდი გაუქიცინა იქნებ და რამეს გამოვრჩეო.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები