Live Button Live
მთავარი გვერდი » ნამღვდელარმა ილია ჭიღლაძემ მოქალაქეს პირადი მონაცემები გამოუქვეყნა:

ნამღვდელარმა ილია ჭიღლაძემ მოქალაქეს პირადი მონაცემები გამოუქვეყნა:

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

– “იცნობდეთ, ეს ბოტი იოსებ სოსო ონიანი, ვისზეც გუშინ ვწერდი, რომელსაც აქვს რამდენიმე ყალბი ექაუნთი, დაკავებულია ბინძური ცილისწამებების და ზღაპრების გამოგონებით და გავრცელებით, მარტვილში ჭყონდიდელ მიტროპოლიტად წოდებული სტეფანე კალაიჯიშვილის ხელის ბიჭია და სალხინოს სკოლა-პანსიონში “მეუფე” სტეფანეს თანაშემწედ ჰყოლია გაფორმებული, სრული უვიცი და კრეტინი ლაწირაკი, დაუნიშნა 1000 ლარის ოდენობით ხელფასი, ძირითადად სტეფანეს დასდევს კუდში და მისი აგენტ-პროვოკატორია”

 

წერს ნამღვდელარი ილია ჭიღლაძე და სოსო ონიანის პირადობის მოწმობის ფოტოს აქვეყნებს, რითაც ხელყოფს პიროვნების პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას.  იმედია, სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახური გამოიკვლევს, ვინ მიაწოდა ნამღვდელარს სოსო ონიანის პირადობის მოწმობის ასლი და მისი პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს! 

 

ნამღვდელარის პოსტს თვით სოსო ონიანი გამოეხამურა და დაასახელა პიროვნება, რომელმაც მისი აზრით, ილია ჭიღლაძეს ონიანის პირადობის მოწმობის ასლი გადასცა:  

 – “აწ მღვდლობა შეჩერებულმა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ უკანონოდ გამოიყენა ჩემი პირადი ინფორმაცია და საჯარო სივრცეში განათავსა კონფიდენციალური მასალა. მან ჩვეული რიტორიკით შეურაცხყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეც. ილია ჭიღლაძეს ამ კანონდარღვევის თავისუფლად ჩადენის გამბედაობას აძლევს ის გარემოება რომ უკვე კარგახანია უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ცილისწამებები თითქოსდა ჩვეულებრივად შერჩა. ამის გამოა რომ, თავს უფლებას აძლევს კიდევ ასე გააგრძელოს. საზოგადოების დიდ ნაწილი ამის მოთმენას უკვე აღარ ვაპირებთ და უნდა აღიკვეთოს მისი უმსგავსო რიტორიკა წმიდა ეკლესიის, უწმინდესი პატრიარქის წმიდა სინოდის წევრების და ცალკეული სასულიერო თუ საერო პირების მიმართ. მე მინდა რომ საზოგადოებასთან ერთად გადავდგა ამისკენ ნაბიჯი და ვასაჯაროებ მის გვერდზე ატვირთული პასპორტის სქრინებს, რომლის გამოც მას ფეისბუქის ადმინისტრაციამ ბანი დაადო და პოსტი წაუშალა.
P.S პასპორტის ფოტოს და სხვა ქვემოთ ხსენებული ინფორმაციის მიმწოდებელი კი გახლავთ სალხინოს სკოლა პანსიონის ყოფილი ბუღალტერი მარიამ კიკალეიშვილი , რადგან მხოლოდ მას ჰქონდა ჩემი პასპორტის ასლი, წვდომა ხელფასის რაოდენობაზე და გიმნაზიაში დაკავებულ ადგილზე. ის ამ პოსტის კომენტარებშიც აქტიურობდა და ილია ჭიღლაძის ფეისბუქ მეგობარია.”
 – წერს სოსო ონიანი

მსგავსი სიახლეები