ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, ერეკლე მეფის თანამებრძოლის, ხუდია ბორჩალოელის ძეგლი დაიდგას! – სანდრო ბრეგაძე:

– “წითელი ტერორის ჯალათის, აზერბაიჯანის და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ბოლშევიკის, აზერბაიჯანის სერგო ორჯონიკიძის,აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წამრთმევი,საბჭოთა ოკუპაციის ლიდერის,მგზნებარე კომუნისტის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად მარნეულში უპრიანი იქნება დაიდგას აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს გმირის ხუდია ბორჩალოელის ძეგლი,პიროვნების რომელიც ერეკლე მეფის მხარდამხარ ებრძოდა საქართველოს მტრებს,რომელმაც საოცარი გმირობა ჩაიდინა კრწანისის ბრძოლაში !!! საქართველოს და აზერბაიჯანის თავისუფლების-დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ჯალათების ძეგლების ადგილი ჩვენს სამშობლოში არ არის !!!” – წერს “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე

კომენტარები