ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, ამიერიდან სიკვდილით ისჯება – თალიბანის გადაწყვეტილება

თალიბანის გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი წესები:

💢 ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, ამიერიდან სიკვდილით ისჯება;
💢 სისხლის აღება გაუქმებულია. ამიერიდან ყველა დავა ისლამური შარიათის სასამართლოში გადაწყდება, აღარ იარსებებს დავების გადაწყვეტის სხვა ლეგიტიმური გზა, გარდა შარიათის სასამართლოსა;
💢 ჩვენ ვიწვევთ ინჟინრებს, ექიმებს და სხვა პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან ავღანეთის აღსადგენად. ჩვენ მათ მაღალ ხელფასებს ვთავაზობთ;
💢 ამიერიდან მკითხაობა, სასიყვარულო შელოცვები, მრავალღმერთიანობა სასტიკად დაისჯება;
💢 ახალგაზრდა ბიჭების მიმართ ძალადობა ისჯება სიკვდილით. ავღანეთის ისლამური საამირო მკაცრად დასჯის გარყვნილების პროპაგანდისტებს;
💢 ქალებს შეუძლიათ სახლიდან თანხმლები პირების გარეშე გავიდნენ, მაგრამ ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ხდება;
💢 ავღანეთის ისლამური საამირო კრძალავს პროცენტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, ყველა ვალები და პროცენტები გაუქმებულია.

კომენტარები