ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, დუშეთში ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ  ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები