„ნატოს საქართველო სჭირდება,რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი და დამოუკიდებელი“-იან კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართელოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:

-„ნატოს საქართველო სჭირდება, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აქვს. ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. საქართველოს ყველა მეგობარი მხარს დაუჭერს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს”, – წერს  ელჩი იან კელი ტვიტერზე.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი “ნატოს” დაარსებიდან 72 წლის იუბილეს გამოეხმაურა, საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, – საქართველო აგრძელებს ალიანსის პრინციპების ერთგულებასა და განვითარებას, რათა განზრახვა გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი, სისრულეში მოვიდეს.

კომენტარები