ნატოს ქვეყნებმა ჯერ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე

 

უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ათ წელზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ ამ საკითხში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ალიანსი ამას ორგანიზაციის შიგნით კონსენსუსის არარსებობით ხსნის: ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს უკრაინის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, კიევი რეგულარულად იღებს დაპირებებს ბლოკში ნანატრი გაწევრიანების შესახებ.

ნატოს ქვეყნებმა ჯერ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ნატოს წევრი რომ იყო, სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ ორგანიზაციის 30 წევრმა საერთო კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, რაც ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ბლოკმა გააძლიერა ურთიერთობები უკრაინასთან, მაგრამ მასზე არ ვრცელდება ორგანიზაციის მეხუთე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას.

უკრაინა სულ უფრო მეტად ახსენებს ბლოკს საკუთარ თავს და ნატოში გაწევრიანების სურვილს. მიუხედავად ამისა უკრაინის ალიანსისში გაწევრიანება ბუნდოვანია.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები