ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე

ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ალექსანდრე მაისურაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის. ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში განაგრძობს საქმიანობას.

-„ნატოში ჩვენმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა. მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა. მივიღეთ გადაწყეტილება, მისი გამოცდილება, მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად.

ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატოში საქართველოს წარმომადგენელი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

კომენტარები