ნატოში შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან

ნატოში შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან. ამ მიზნით სპეციალურ გეგმას შეიმუშავებენ. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.

გასულ კვირას ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებმა ნატოს გენმდივან, იენს სტოლტენბერგთან დახურული შეხვედრა გამართეს და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ამერიკელი გენერალი, ტოდ უოლტერსი იქნება.  დახურულ შეხვედრაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღაზე კოორდინირებული პასუხი ალიანსის შიგნით ნდობისა და ერთიანობის ლაკმუსის ქაღალდი იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

კომენტარები