„ნატო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა… ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის…“-უკრაინაში გერმანიის ელჩი

უკრაინაში გერმანიის ელჩმა, ანკა ფელდგუზენიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა:

-„ნატო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ეს კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს. ვფიქრობ, უკრაინას გავლენიანი პარტნიორები ჰყავს, რომლებიც ქვეყნის ამბიციას, გახდეს ნატო-ს წევრი, მხარს უჭერენ. ეს არ მოხდება ხვალ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ნატო-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია. რა თქმა უნდა, ნატოს ერთ-ერთი უპირატესობა ხომ ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლია და ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის“.

კომენტარები