ნაცებთან დებატები არცისე რთულია ბატონო მამუკა მოდი ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვიპასუხეთ

1) საიდან ჰყავს ნაცმოძრაობას 800 000 ამომრჩეველი როდესაც 40 – პარტიას ერთად აღებულს ვერ გამოჰყავს ქუჩაში 5 000 – კაციც.
თუ ამას თქვენი ცეესკო არუწერს ოქმებში მხოლოდ.
პატრიოტთა ალიანსს კი რომლის აქციებსაც არა ნაკლებ 20 000 ადამიანი ესწრება როგორ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 3% – აქვს.

2) რატომ არდგამთ ქმედით ნაბიჯებს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.
ამ დროს კი თავად ირაკლი კობახიძეც აღნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა არის დამნაშავე ძალა, მაშინ რატომ არ არის გასამართლებული ეს დამნაშავე ძალა.

3) რატომ არ დაუჭირა ირაკლი კობახიძის პარლამენტმა მხარი ნახევარი მილიონი მოქალაქის მოთხოვნას ბოკერია – სააკაშვილის მმართველობა გამოცხადდეს რეჟიმად და დაისაჯოს დამნაშავეები.

4) რატომ არის გამოუძიებელი 7 – ნოემბრის და 26 – მაისის დარბევის საქმეები და რატომ უდევს თაროზე პროკურატურას ათობით გამოუძიებელი საქმე.

კობახიძის ოცნების მიმართ არსებობს კითხვები ასევე მძიმე სოციალურ ფონთან დაკავშირებით.

ბატონო მამუკა ნაცებთან დებატები თან იმ მოედანზე, რომელსაც თქვენვე უთითებთ ძალიან იოლია.

მოდით იმ ხალხს ესაუბრეთ, რომლებსაც ვერ შეახსენებთ წარსულში ჩადენილ დანაშაულებს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები