ნაცები ახალი ნარატივის განვითარებას ცდილობენ : რეგიონში რუსული გავლენები იზრდება და უნდა მოგვიშვათ ხელისუფლებაში ჩვენ პროდასავლურებიო

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ რეგიონში რუსული გავლენები კი არიზრდება არამედ არსად წასულა, არც არასდროს შემცირებულა. თქვენ და თურქების საუბედუროდ კი არც შემცირდება.

ხელისუფლებაში მოგვიშვითო, რომ “ხავით” ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენ შემოუძეხით რუსულ სამხედრო ძალებს ახალგორში.
ხელისუფლებაში იყავით როდესაც კოდორის ხეობა და ასზე მეტი სოფელი ჩააბარეთ მოწინააღმდეგეს.
ხელისუფლებაში იყავით როდესაც საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერები იარაღით ვაჭრობდით.
ხელისუფლებაში მყოფებმა მოაწერეთ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას და ომის დაწყებაც აღიარეთ.
მძინარე ცხინვალი დაბომბეთ და ამას მე ან რიგითი “ქოცი” არ ამბობს ამას ტალიავინის დასკვნა ამბობს.

თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის ნაცვლად სეპარატიზმის გაღვივებას და ორი ოკუპირებული რეგიონის არსებობას ჩაუყარეთ საფუძველი.

ეხლა ისევ ხელისუფლებაში თქვენს მოშვებას გვთხოვთ, ისევ დაგრჩათ მოწინააღმდეგეზე ჩასაბარებელი რეგიონები ალბათ.

სწორედ ამიტომ ვერდაბრუნდებით და სწორედ ამიტომ არცერთ შემთხვევაში არშეიძლება თქვენი ხელისუფლებაში მოშვება.
რეგიონში ნამდვილად დიდი ძვრებია და ხელისუფლება, რომელმაც ომი დაიწყო და სეპარატიზმი წაახალისა მართვის სადავეებს ხელში ვეღარ ჩაიგდებს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები