ნაცებმა ხალხის მოსყიდვა დაიწყეს. ჟურნალისტ ირა გოგოსაშვილს ფული შესთავაზეს!

– „ახლა შემოვედი სახლში, ბ აზარში გახლდით და ძალიან კარგ ხასიათზე გახლავართ…არა, განა სიიაფე იყო და ფული დავზოგე? კინაღამ ფული ვიშოვე და გეტყვით, როგორ….
მოკლედ,ვყიდულობ ყველს და ამ დროს გვერდით ამომიდგა ჩემი ასაკის 2 ქალი. მეუბნებიან
პარასკევს, ამადაამ საათზე თუ თავისუფლების მოედანზე მოხვალთ20 ლარს გადაგიხდით, ჩაგვაწერინეთ თქვენი ტელეფონი, პირადობის მოწმობის ნომერი და აქციის შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელში შევხვდებით ერთმანეთსო… დავთანხმდი, მაგრამ ჯერ არაფერს არ
ვაწერინებ, ლაპარაკი გავუბი, მიშას ვენაცვალე, ვაშაძე რომ იბრალებს აღმაშენებლობას ეგ დებილი, მიშასთან რას მოვათქოო? ამ სიტყვების შემდეგ,მოკლედ მათიანი ვარ და ახალ შემოთავაზებას ვიღებ
თუ კარავშიც დარჩებით, ყოველი დღე 30 ლარი გექნებათო-შემომცინეს ….
ერთი სული მაქვს,ვაგინო, მაგრამ როლში ვარ შეჭრილი
ყველის გამყიდველი ეუბნება-ეს ჩემი კლიენტია, კარგი ქალია ძალიანო, ჰოდა ის იყო საფულედან პირადობა უნდა დავაძრო და ვეუბნები
უიიი, უკაცრავად, პარასკევს არ მცალია და კარვებს რომ გაშლით კვირას ,მაშინ მოვალ და ხომ იცით სიტყვა სიტყვაა, დღეში 30 ლარი თქვენზეათქო… .კი აბა, რაოოო?
ამოვიღე პირადობა, დავანახე რომ მართლაც ჩემია, 01 01ვუკარნახე ,შემდეგ რაღაც დებილობა ციფრები და ბედნიერებს დავემშვიდობე! მეყველე ქალი მეუბნება,ასე ჯგუფ-ჯგუფად დადიან 3 დღე, ზოგი აგინებს ,ზოგი თანხმდება, ზოგი არცკი უსმენს,ტვინი წაიღესო….
მოკლედ პატივცემულებო! იარეთ ბაზარში, მარკეტზე იაფიცაა ყველაფერი და შეიძლება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში თქვენი წვლილიც შეიტანოთ! “

– წერს ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი
.

კომენტარები