ნაცემ მსჯავრდებულ ირაკლი კერესელიძეს ციხიდან სახლში დარეკვა აუკრძალეს – აცხადებს პატიმრის მეუღლე:
მსჯავრდებულ ირაკლი კერესელიძის მეუღლის, ქეთი ხომერიკის განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ირაკლი ექვსმა პატიმარმა სასტიკად სცემა. ნაცემი პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაყვანილი. პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელთა განკარგულებით მას სახლში დარეკვა და ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაცია აუკრძალეს.
ამის შესახებ ქეთი ხომერიკმა ექსკლუზიურად აცნობა „თვალსაზრისს“