„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქება მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი“

-„ნაციონალური მოძრაობა” – ტერორისტული ორგანიზაციაა:

იცით თუ არა, რომ:
_________________
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ოპოზიციური პარტიისერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და წინა მოწვევის პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რა დროსაც გივი თარგამაძე ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109- (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

აფეთქების საქმეზე ბრალი წარედგინათ დავით (დარჩო) ხეჩუაშვილს, ბორის ჩაგუნავას და დიმიტრი აბრამიშვილს. ბორის ჩაგუნავა დაკავებული იქნა, ხოლო ხეჩუაშვილმა აბრამიშვილმა მოასწრეს საქართველოს დატოვება. აფეთქებაში მონაწილეობდა აგრეთვე შოთა ჭიჭიაშვილი. ყველა ეს [პირი სააკაშვილიმერაბიშვილის მიერ 2009 წელს ინსპირირებულიმუხროვანის ამბოხებასთანკავშირში მყოფი პირია.

აფეთქება უშუალოდ დარჩო ხეჩუაშვილმა განახორციელა. შეიარაღება და ასაფეთქებელი მასალები: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ხელყუმბარა, ნიღბები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებებიდიმიტრი აბრამიშვილს პანკისიდან, კახეთის ტყის სამალავებიდან მოჰქონდა, რასაც ბორის ჩაგუნავას სახლში ინახავდნენ. (შეგახსენებთ, რომ სალოსის ქუჩაზე ტერორისტების შეიარაღებაც სწორედ ნაცების ტყის სამალავიდანიყო ჩამოზიდული).

დიმიტრი აბრამიშვილი მოსკოვში თავის დეიდაშვილთან, სააკაშვილის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფ პანკისელ მუხა ხანგოშვილთან გადაბარგდა.

კვალის დასაფარად, სააკაშვილმა და ლორთქიფანიძემ უკრაინაში ჩაატარებინეს სპეცოპერაცია და მოაკვლევინეს შოთა ჭიჭიაშვილი. ის თავის დროზე პანკისში მოქმედ ყველაზე სასტიკ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და პანკისის ნაცტერორისტული ანკლავის წარმომადგენელი იყო. სპეცოპერაციის შემდეგ სააკაშვილმა კიევში ყვირილი ატეხაქოცებმა გამომიგზავნეს ჭიჭიაშვილი ჩემზე სათვალთვალოდო.

დავით ხეჩუაშვილი 2008-დან 2012 წლის სექტემბრამდე კუდის მე-5 სამმართველოში­ მუშაობდა, უფრო ადრე კი თავდაცვის სტრუქტურებში. ხეჩუაშვილი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებამდე სამი თვით ადრე 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე უკრაინაში, ოდესაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან. ხეჩუაშვილს განათლება სანქტპეტერბურგში­ აქვს მიღებული, ის სამხედრო დაზვერვის ინს­­იტუტში სწავლობდა და კუდში თემურ ალასანიას პროტექციით მოხვდა.

ბორის ჩაგუნავა ამერიკელების მიერ გაწრთვნილი საქართველოს სპეცრაზმისდე­ლტასმებრძოლი იყო. 2000 წელს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა, ხოლო 2000-2002 წლებშიანტიტერორისტულ ცენტრში.

ბორის ჩაგუნავას, რომელსაც ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენასა და შენახვაშიძალიან მალე პირობითი სასჯელი შეუფარდეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თუ რატომ გაათავისუფლესამ შეკითხვაზე პასუხი უსათუოდ მიგვიყვანს 2012 წელს ჩატაევის, თარხან ბითარიშვილის, შოთა ჭიჭიაშვილისა და სხვა ტერორისტების უკანონოდ გათავისუფლების გარემოებებამდე.

=================================
ასე და ამგვარად სურდათ სააკაშვილის ბანდის ტერორისტებსბევრი რამის მცოდნეგივი თარგამაძის ლიკვიდაცია, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილიგივი თარგამაძე შემთხვევით გადარჩა. მან სწრაფადვე შეძლო დაემტკიცებინა სააკაშვილისათვის, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ნაცების ტერორისტულ საიდუმლოებებს არ დაფქვავდა, არ გაიყიდებოდა და კვლავ მათი თანამებრძოლი იქნებოდარითიც თარგამაძემ სიცოცხლე შეინარჩუნა. თავის მხრივ თარგამაძეს ეშინოდა, რომზედმეტი მოძრაობისშემთხვევაში სააკაშვილი თარგამაძეზე ისეთ ფაქტებს გამოაგდებდა, რასაც ამ უკანასკნელის სამუდამო პატიმრობით დასრულდებოდა“, – წერს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები