„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაზა ოქუაშვილს წაართვა და დაუხურა ტელეკომპანია იბერია.წამრთმეველთა შორის იყო ნიკა გვარამია ერთ-ერთი“

„ქართული ოცნების” პიარ-სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “იმედი”-ს დღის ქრონიკაში სტუმრობისას განაცხადა:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაზა ოქუაშვილს წაართვა და დაუხურა ტელეკომპანია იბერია. „ქართულმა ოცნებამ“ ზაზა ოქუაშვილს დაუბრუნა ტელეკომპანია იბერია. წამრთმეველთა შორის იყო ნიკა გვარამია ერთ-ერთი. ამის შემდეგ ზაზა ოქუაშვილმა დააგროვა საქართველოს ბიუჯეტის 50 მილიონი ლარი ანუ ჩვენი პენსიონერების, პოლიციელების, პედაგოგების და ექიმების ვალი. მათ შორის ნიკა გვარამიამ რუსთავი ორში დააგროვა ვალი.

ნიკა გვარამიამ ცალკე მიტაცებულ რუსთავი 2-ში, როდესაც მიტაცებული კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა, დააგროვა 25 მილიონი ლარი. ახლა ეს ორი მსხვერპლი და ჯალათი გაერთიანდა და იბერიის ბაზაზე დააფუძნეს ახალი ტელეკომპანია, რომლის მაუწყებლობის უფლება, ავტორიზაცია ერთ კვირაში გაიარეს. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიაში შემოვარდნის მთავარი ნარატორი და ეგზეკუტორი თვითონ გვარამია იყო.

მათ მიიტაცეს ,,რუსთავი 2“, მათ მიიტაცეს ტელეკომპანია ,,იმედი“, დახურეს ,,202“, დახურეს ,,იბერია“ , დახურეს მზე და აბსოლუტურად დაიქვემდებარეს ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“. აკრძალეს დე ფაქტო ლიცენზიის გაცემა მაუწყებლობაზე და ერთი ხმით ალაპარაკეს სამი ფედერალური არხი. ახლა, ამის მსხვერპლი და ორგანიზატორი გაერთიანდა და ტელეკომპანია იბერიის ბაზიდან, ხალხზე მოპარული ჯამური 80 მილიონით გვიტევს, მედიის შეზღუდვაში გვდებს ბრალს და ხალხზე ,,ზრუნვაში“ ამოსდის სული. იმ ხალხზე, ვისაც 80 მილიონი ლარი დეკლარირებულად მოპარა და აქ მიდის მამუკა ხაზარაძე“.

კომენტარები