„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოუსმინო, ყოველ დღე ისეთი განცხადებები კეთდება, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს:

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოუსმინო, ყოველ დღე ისეთი განცხადებები კეთდება, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრა. ეს ბრძოლის მეთოდია. მაშინ საქმე იმაზეც უნდა აღვძრათ, როცა მეუფე იაკობმა ეკა კვესიტაძეს აღსარება ჩააბარა. ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში უდიდესი დამსახურება აქვს, რაც საქართველოს ისტორიაში წარუშლელია. ეკლესიის ყველა მსახურს პატივი უნდა ვცეთ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაა, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება  დაიწყოს.

კომენტარები