ნაცისტური გერმანიის ზებუნებრივი და ფენომენალური აღმოჩენები, რომელმაც კაცობრიობა შეძრა! – ბექა კვიციანი:

ბექა კვიციანის დოკუმენტური მოთხრობა „ანანერბეს საიდუმლოებანი.“

 თავი – 1

გასულ საუკუნეში გრანდიოზული ტექნოლოგიური ნახტომი შედგა. უფრო სწორად, ეს გახლდათ ტექნომაგიური ნახტომი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,   ნიურნბერგის პროცესის ტრიბუნალმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ,,ანანერბეს,, გენერალურ მდივანს ვოლფრამ ზივერსს, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად მზად იყო მართლმსაჯულებისთვის გადაეცა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობა, რომელიც 1944 წელს წარმატებით გამოუცდია გერმანიას. შეთანხმება არ შედგა ! 

„თვალსაზრისი“ გთავაზობთ ბექა კვიციანის მოთხრობათა ციკლს, რომელშიც ავტორი მიმოიხილავს ესესის შავ ორდენთან დაქვემდებარებული სუბიექტის, ,,ანანერბეს,, ერთი შეხედვით უწყინარ საქმიანობას, რომლის  ნაშრომთა 90% დღემდე  დაკარგულია, ან საერთოდ გასაიდუმლოებული. 

კაცობრიობა მუდამ დაინტერესებული იყო ტექნომაგიით.

 ალბათ განგებამ ინება, რომ მესამე რაიხს მიეკვლია რაღაც ახალი ფენომენალური აღმოჩენებისთვის. რატომ გერმანია? ალბათ იმიტომ, რომ ოკულტური სწავლება ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე იქნა აყვანილი უმაღლესი ჩინოსნების მიერ.

მეტიც, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკელებმა დათვალეს და აღმოჩნდა, რომ მესამე რაიხი  ზებუნებრივ აღმოჩენებში უფრო მეტ ფინანს ხარჯავდა, ვიდრე სამხედრო შეირაღებაში და ისიც ოქროს რაიხსმარკით, რომლის კურსი აშშ დოლართან 1/4 ზე გახლდათ!

     მეორე მსოფლიო ომის შესწავლის  დროს, ხშირად ვაწყდებით ვერმახტის მხრიდან გაუმართლებელ და ერთი შეხედვით,  არაფრისმომცემ სამხედრო ოპერაციებს, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლავთ. ჩვენ მოგითხრობთ ამ ოპერაციებზე…

ფაქტი – ,,ანანერბეს,, სხვა ჩინოსნები ომის შემდეგ არხეინად ცხოვრობდნენ.  ცნობილი ინჟინერი ვერნერ ფონ ბრაუნი აშშ-მ გადაიბირა, მოქალაქეობა უბოძა და ნასას შემოქმედად აქცია !

   ფაქტია, რომ ნაცისტურმა გერმანიამ კაცობრიობის გამოგონებას შემატა როგორც საყოფაცხოვრებო მოხმარების ტელევიზია საკუთარ ბადესთან ერთად, ასევე ბალესტიკური რაკეტა, ფრთოსანი რაკეტა და  და ა.შ !

  ჩვენი ციკლიც სწორედ გასული საუკუნის ტექნომაგიურ ნახტომს და არამხოლოდ მას მიმოიხილავს.

მაშ ასე, ვიწყებთ:

 

1918 წელი, მიუნჰენი, გერმანია

ახალგაზრდა ხორვატი ქალბატონი მარია ორშიჩი მიუნჰენის ერთერთ ფეშენებელურ ბინას ესტუმრა.  ბალკანელს იმ პერიოდში როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სახელი ქონდა დაგდებული გერმანიაში. ნაწილი მას შარლატანად მოიხსენიებდა, ნაწილი კი მაგად.  ორშიჩი გაღატაკებულ ხორვატულ სოფელში დაიბადა და რაც საინტერესოა, უკვე შვიდი წლის ასაკში ძველშუმერულად საუბრობდა. იმ პერიოდში, როგორც დღეს ამ ენის მცოდნენი თითზე ჩამოსათვლელი არიან.

მარია ორშიჩი

ხორვატის გადმოცემით, ის ტრანსში ვარდებოდა და კავშირს ამყარებდა პლანეტა ალდებარანზე მცხოვრებ მაღალგანვითარებულ რასასთან.  მიუნჰენურ სეანს 1918 წლის შემოდგომაზე წარმატებით ჩაუვლია. ხორვატმა სტუმარმა სეანსის დროს მფრინავი დისკოს ფორმის საფრენი აპარატი დახაზა და შეკრებილთ განუცხადა, რომ სხვა პლანეტიდან მას მიაწოდეს აღნიშნული მფრინავი ობიექტის კონფიგურაცია. შეხვედრაზევე ითქვა, რომ სამწუხაროდ არ იციან თუ რა ძრავის საშუალებით უნდა იმოძრაოს მფრინავმა დისკომ.

გავა რამდენიმე წელი და უკვე 1924 წელს, ვაიმარის გერმანიის სამხედრო სამინისტრო დაინტერესდება ორშიჩის მიერ გაცხადებული ახალი საფრენი აპარატით და მას გრიფს საიდუმლოს დაადებს.

 

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, კერძოდ 1895 წელს, ჰიტლერი დედასთან ერთად ავსტრიაში დომინიკანელთა სააბატოს ლამბახში ესტუმრა. პატარა ყმაწვილი გაოცებას ვერ მალავდა სვასტიკის ნახვის შემდეგ. დიახ, დღემდე ლამბახის მონასტერში, რატომღაც საკრაული ნიშანი სვასტიკაა ამოტვიფრული ! გერმანელი ხალხის მომავალ ფიურერს ბავშვობის ასაკიდან იზიდავდა რაღაც ზებუნებრივი.  საინტერესოა, რომ მიუნჰენში დაბრუნებული ეფრეიტორი, პირველი დღიდანვე დეპრესიაში ჩავარდა. საკუთარ მომავალს ის ვერ ხედავდა და სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, სიცოცხლის დასრულება თვითმკვლელობით გადაწყვიტა. სასოწარკვეთილი მდინარე იზარზე გადებულ ხიდზე სეირნობდა და ის ის იყო ფეხი შედგა მოაჯირზე რომ გადამხტარიყო წყალში, რომ მოულოდნელად ხმა მოესმა:

– ახალგაზრდავ, თქვენ დიდი მისია გეკისრებათ მომავალში და გიჯობთ გადაიფიქროთ ! – ასე გაიცნეს ერთმანეთი მომავალმა რაიხსკანცლერმა და დიტრიჰ ეკჰარტმა ერთმანეთი

დიტრიჰ ეკჰარტი

 

ცნობილმა ჟურნალისტმა, პოეტმა და დრამატურგმა საკუთარ სახლში დაპატიჟა ავსტრიელი ეფრეიტორი და ორგანიზაცია ,,თულეს,, საქმიანობას აზიარა.  მომავალში თავად დოქტორი ეკჰარტი გახდება ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთერთი ცენტრალური ფიგურა და მონაწილეობას მიიღებს ლუდის პუტჩში ! ალბათ ამიტომაც მას ჰიტლერი ნაციონალ-სოციალიზმის სულიერ მამად შერაცხავს !

რაც შეეხება ,,თულეს,, !

ორგანიზაცია მედიუმთა ოკულტური გაერთიანება გახლდათ, რომელიც ვრილის დარად კავშირს ამყარებდა რაღაც ზებუნებრივად. მაგალითისთვის ცნობილია, რომ მისი დარი ორგანიზაცია ,,ვრილი,, მარია ორშიჩის ხელმძღვანელობით პლანეტა ალდებარანთან კავშირს ძველშუმერულ ენაზე ამყარებდა.

უკვე 1935 წელს დადგა მესამე რაიხის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი, როდესაც პირველობა ოკულტური განხრით სრულყოფილ ორგანიზაციას უნდა აეღო ქვეყანაში. ასეთად კი ჰიტლერმა რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერთად ერთად ორგანიზაცია ,,ანანერბე,,დაასახელა. რაიხის მაღალჩინოსნებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს დადგენილება, რომ ახლადგამომცხვარი სუბიექტი ,,ანანერბე,, გერმანიის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა. უშუალოდ ორგანიზაციის ბატონპატრონი ჰიმლერი გახდა, რომელიც საკუთარ თავს გერმანიის პირველ მეფედ ჰაინრიხად მიიჩნევდა, რომლის სული მასში დაბადებინვე აისახა.

,,ანანერბეს,, 30 დეპარტამენტი გააჩნდა. თუ რას სწავლობდა და ეძებდა თითოეული ქვესუბიექტი, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა !

იყავით ყურადღებით!

მომავალ პუბლიკაციაში სენსაციურ ამბავს მოგითხრობთ, თუ რა ინტერესები ჰქონდა ჰიტლერს კავკასიაში და კეძოდ – საქართველოში!

 

კომენტარები