ნაცი ბოევიკის რჩევები მომიტიგეებს: “ჩამოყალიბდით ათეულებად ან ხუთეულებად. ორგანიზებულად – ან შეუტიეთ, ან უკან დაიხიეთ…”

სააკაშვილის მომხრე სამხედრო, ვანო ნადირაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციის მომხრეებს ძალოვანი ორგანოების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს:

 

 

– „ივანიშვილმა გამოგვიცხადა ომი. როცა ის გეთამაშება რეპს, შენ არ უნდა ეთამაშო ფეხბურთი.

ძალიან გთხოვთ, მოიმარაგოთ სოდა და ჩვეულებრივი წყალი. როცა თვალი აგეწვებათ, არ დაისრისოთ, მაშინვე ნუ გაახელთ, შეეცადეთ, ნელ-ნელა გამოაძევოთ მომწამვლელი ნივთიერება. საკმარისია, ნახევარ ლიტრ წყალში გახსნათ 15-20 მგ სოდა და ამ ხსნარით გამოიბანოთ. ასევე, საბავშვო საპონი…

ასევე მოიმარაგეთ ცეცხლჩამქრობები.თეთრი „პარაშოკი.“

შტურმის შემთხვევაში როგორც კი ამ „პარაშოკს“ იმათი (სპეცრაზმელების)  მიმართულებით გაუშვებ, ჩაფხუტები, რაც ახურიათ, მთლიანად თეთრად ეღებებათ, მხედველობა ეკარგებათ და მწყობრი ინგრევა. ამ ყველაფერს ჩვენ უკრაინაში ძალზე ეფექტურად ვიყენებდით.

ასევე, როგორც კი შეტევა დაიწყება, გახსენით ნიშადურის სპირტი, რომელიც შეიცავს ამიაკს და გახსნილი ბოთლები ესროლეთ სპეცრაზმელებს. ეს პატარა ბოთლებია, არაფერი დაემართებათ, მაგრამ თუ თქვენს წინააღმდეგ გაზს იყენებენ, ეს ამიაკი მათზე მოახდენს ისეთ ზემოქმედებას, რომ თუ აირსაწინააღმდეგო ნიღბები არ ექნებათ აფარებული, იძულებულნი გახდებიან, სახეზე ხელები აიფარონ.

ასე რომ, თუ გვეომებიან – ვეომოთ ჩვენც.

მანდ (მომიტინგეებთან) მყოფ, ჩემს მეგობარ სამხედროებს მოგიწოდებთ,

ჩამოყალიბდით ათეულებად ან ხუთეულებად. ორგანიზებულად – ან შეუტიეთ, ან უკან დაიხიეთ.

რაც უფრო ორგანიზებულნი ვიქნებით, ნით ნაკლებად დავზარალდებით!

ყველაფერი კარგად იქნება! მაგრად იდექით, მე თუ მანდ არ ვარ, ჩემი დისშვილები მანდ არიან! ჩემი ძმები მანდ არიან! დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ!“

 

 – აცხადებს მომიტიგეებისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ვანო ნადირაძე

კომენტარები