„ნაცმოძრაობის“ შიდა საკადრო რეფორმა – „მკვდარმა მკვდარს უთხრა, საფლავამდე მიმაცილეო, ასეა დაახლოებით ეს თემა…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

თემა: ნაცმოძრაობის შიდა საკადრო რეფორმა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა

სტუმარი: კონსტანტინე მორგოშია – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„ასეთი გამოთქმა მახსენდება, – მკვდარმა მკვდარს უთხრა, საფლავამდე მიმაცილეო, ასეა დაახლოებით ეს თემა. ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ისევ ამ ღირებულებების მომხრე ვრჩები 2022 წელსაც, ამ ხალზე რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ და საერთოდ არ ვილაპარაკებთ, მით უფრო კარგი იქნება ყველასთვის იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი ჯერ ხალხი საერთოდ არ არის და მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი იყოს ადამიანი, რომელიც ადგება და ხუთ ნომერს შემოხაზავს. თუ რაღაც გაურკვევლობაში არ არის და ძალიან მძიმე ფონი არ აქვს ემოციური.

მელიას რა მოემატა, უდუმაშვილი სად წავიდა, ნაყოფია სად დანიშნეს, ცისკარიშვილი სად დანიშნეს, რა აზრი აქვს? ამათი პრეზიდენტი ზის ციხეში…“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/auiEUEJorT/

კომენტარები