ნაცტერორისტები სტრატეგიული პარტნიორების მორიგი მითითებებისა და დახმარების მოლოდინში არიან! – ირაკლი ზაქარეიშვილი:

 – “საქართველოში ჩაბუდებულ მეხუთე კოლონას და მათ საერთაშორისო წამქეზებლებს კონვულსიები დაეწყოთ: ომბუდსმენადწოდებული ნაც-ზონდერი ნინო ლომჯარია, ჟიგიმონტის შლიახტა და ბრიტანეთის ელჩი, უნისონში მოთქვამენ და მელიას დაპატიმრებას გლოვობენ!..

სახელისუფლებო სტრუქტურებში ჩაბუდებული კოაბიტირებულები მოვლენათა განვითარებას შეშფოთებით ელოდებიან, ნაცტერორისტები კი სტრატეგიული პარტნიორების მორიგი მითითებებისა და დახმარების მოლოდინში, დიხლოფოსდასხმული ტარაკანებივით დაბორიალობენ!.. საერთაშორისო კოლონიალისტები და მეხუთე კოლონის სახით მათი ადგილობრივი ფილიალი ერთხელდასამუდამოდ უნდა შეიმუსროს – კრიმინალები უნდა დაიჭირონ, გასაძევებელი უნდა გაძევდეს!.. კოლონიალისტებისა და მათი ადგილობრივი დამქაშების მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში სიმართლით შეტევაზე უნდა გადავიდეთ!.. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ სათანადო კანონმდებლობა, რათა სიცრუეზე აგებულმა მანიპულატიურმა საინფორმაციო დივერსიებმა მუდმივად არ არყიოს სახელმწიფოს სტაბილურობა!..”

 – წერს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი

კომენტარები