„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა“ – გიორგი გახარია (ვიდეო)

-„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა. გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა. ამ სეროპრევალენტურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ინფიცირებულ რეგიონში სეროპრევალენტური კვლევა და ეს სეროპტრევალენტური კვლევა ტარდება შემთხვევითი შერჩევითი მეთოდით, აჩვენა, რომ დახურულ ინფიცირებულ რეგიონებშიც შერჩევითად მოხდა 300 ადამიანის გამოკვლევა და სრულად სუფთა რეგიონშიც, არ დავასახელებ რომელში, იქაც. რეალურად, 2 G და M ანტისხეულის მატარებელი გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიში გააცნო.

მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.

პრემიერი პარლამენტში 29 მაისსაც მივა. ამჯერად, ინტერპელაციის წესით. კიდევ ერთი ვიზიტი პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში ივნისში უწევს. ეს იქნება გიორგი გახარიას პირველი წლიური ანგარიში პრემიერის რანგში.

კომენტარები