ნახეთ – ყაზბეგის ეროვნულ პარკში გადაღებული აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვების უნიკალური კადრები გავრცელდა (ვიდეო)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყაზბეგის ეროვნულ პარკში გადაღებული, საძოვარზე გასული აღმოსავლეთკავკასიური მამრი ჯიხვების არვეს უნიკალური კადრები გაავრცელა.

გამრავლების სეზონამდე მდედრი და მამრი ჯიხვები მრავალრიცხოვან ჯგუფებს ქმნიან და ერთმანეთის მოშორებით ბინადრობენ. მხოლოდ გამრავლების პერიოდში, დეკემბერი-იანვრის განმავლობაში უერთდებიან მამრი ჯიხვები შუნების ჯგუფს.

 

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნული პარკი, მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობისა, ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის

კომენტარები