ნგრევად შენობებში მცხოვრები კიდევ 60 დევნილი ოჯახი,ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა

 ქუთაისში, ნგრევად შენობებში მცხოვრები კიდევ 60 დევნილი ოჯახი,ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.
ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
კომენტარები