უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების მისაღწევად – 20 ივნისს დაშავებული გოგონა, კლინიკიდან გამოწერეს (ვიდეო)

მაკო გომური, “გოგონა ყურსასმენით” – რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაეწერა. მაკო გომოური მკურნალობას განაგრძობს. როგორც მან გამოწერისას აღნიშნა, თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს და ყველას მადლობას უხდის.

“გოგონა ყურსასმენით” ასევე აღნიშნავს, რომ არასდროს დაავიწყდება ტყვიის სროლის წამი.

“ახალა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია წავიდე სახლში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია. ნუ რაღაც ეტაპზე არის კარგი მდგომარეობა ახლა, ველოდებით შემდეგ კიდევ მკურნალობას და  მოკლედ ყველაფერი არის ძალიან კარგად. რაც შეეხება რას მივმართავ ახლა ჩემს თანატოლებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი დამხვდა უამრავი შეტყობინება, არ ვიცი … მოდი დავიწყოთ მადლობით, ასე დავიწყოთ ახლა ჩვენ. მართლა  ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გვერდში დგომისთვის, ანუ რაც ახლა გამაჩნია ძალა, გამაჩნია იმ ადამიანებისგან ალბათ. ანუ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი ესე. არც ჩემი და იქნებოდა ასე, რომელიც ნემსის გაკეთებასაც ვერ ესწრებოდა პალატაში. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და არ ვიცი, ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების წინაშე და რაღაცეების მისაღწევად. ანუ მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას სადაც ვიყავით და სადაც იყო ყველა და იბრძოდა რაღაცის წინააღმდეგ. როცა ვიბრძვით რაღაცის წინააღმდეგ უნდა  ვიდგეთ ყველა ერთად და ვიბრძოლოთ ერთად,“- განაცხადა მაკო გომურმა.

https://www.facebook.com/senakis.qronika/videos/2298133670437084/?t=1

კომენტარები