„ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე, დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება“

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ განაცხადა:

„ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე, დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა შვეიცარიელი პარტნიორების მეშვეობით გაიმართა.

მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უმაღლესო შეფასება მისცა ფაქტს, რომ დიალოგი არის დაწყებული.

ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე. დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ. პრობლემები, რომლებიც გვაქვს, არის ძალიან მწვავე. ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი არის მსჯელობისა და დიალოგის საგანი. დიალოგი უნდა გაგრძელდეს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“.

ნიუ-იორკში, 26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ.

კომენტარები