„ნებისმიერი პრეპარატი, ეს მედიკამენტი იქნება, თუ ვაქცინა, – გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„მნიშვნელოვანია, ვაქცინასთან დაკავშირებით, ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს  -მედიკამენტი თუ ვაქცინა, გამყარებული უნდა იყოს აუცილებელი კვლევებით.  ჯერ დაველოდებით კვლევების მონაცემებს, შემდეგ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

-„მესტიაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭირო და დროული ზომები გატარდა, სრული სურათი ჯერ კიდევ გასარკვევია.  ადგილზე ჩატარებული 1 000 ტესტის პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

დაწესებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, მაგრამ მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა.

გამოდის, – მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით,  სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, – პასუხები ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები, გვექნება საბოლოო სურათი, –  რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას,  პირველი სწრაფი რეაგირების საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული ნაბიჯები იყო. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია.  ჩვენ ვამბობდით, – ვირუსი არსად წასულა, გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე. ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია.

სვანეთიდან სხვადასხვა საკარანტინე სივრცეში 919 მოქალაქე უკვე გადაიყვანეს. გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში 919 ჩვენი მოქალაქე იყო გადაყვანილი. დღეის მდგომარეობით, 7 700 ადამიანი გვყავს საკარანტინე სივრცეებში, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინე სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინე სივრცეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

პრემიერმა შესაბამის უწყებებს საკარანტინე სივრცეების ეფექტური მართვისკენ მოუწოდა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, 12 ლენჯერში დადასტურდა.

ლენჯერის წყაროსთან უკვე 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ეს  არის ძალიან ბევრი. იმნაძემ ამის შესახებისაუბრა. დღეს 12 გამოვლინდა. გუშინ 400-ზე მეტი ტესტი ავიღეთ, 12 ახალი დადასტურებული შემთვევაა. 600-მდე ტესტი უკვე ქუთაისში და ზუგდიდშია გაგზავნილი, დაწყებულია ანალიზები. გუშინ, ჯამში, – 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა.

დღეს კიდევ გაფართოვდება კვლევის არეალი. კიდევ ერთი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები არ არის, მაინც მიმდინარეობს კვლევა. 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან, ეს ძალიან ბევრია. ამიტომ, ის ღონისძიებები, რაც სვანეთში გატარდა, აუცილებელი იყო.

იგივე სიტუაცია თუ გაგრძელდა, ვირუსის შეკავება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მსგავსი სამუშაოების ჩატარება გართულდება.

ქვეყანაში თუ რამდენიმე ასეთი წერტილი გაჩნდა, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. საბედნიეროდ, ყაზბეგში არ ჩანს ასეთი ვითარება. თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, მერწმუნეთ, ვითარება ისეთი გახდება, როგორც მეზობელ ქვეყნებში. სასტუმროები იქნება, თუ რესტორნები, კლიენტებს წესების დაცვა უნდა მოსთხოვონ. ნელ-ნელა რომ გავიდეთ ფონს, საჭიროა, ამ პროცესში თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობა. უნდა ვატაროთ ნიღაბი იქ, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ“, – განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები