„ნებისმიერი ტიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული“- ბიძინა კულუმბეგოვი

-„ნებისმიერი ტიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული.   ჩვენთან იქნება მხოლოდ ხარისხიანი და ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიით. „ფაიზერის“ ვაქცინის 29 000 დოზის შემოტანა პირდაპირ დამოკიდებულია „კოვაქსის“ წარმომადგენლობაზე. როდესაც ისინი გადაწყვეტენ, აგზავნიან. შეიძლება, ეს იყოს თებერვლის ბოლო ან მარტის დასაწყისი. შემდგომ, მათი გეგმით, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 184 000 დოზა. საქართველოს ინდივიდუალური მოლაპარაკება აქვს მიღწეული ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 150 000 დოზის შეძენაზე. ვფიქრობ, გაზაფხულის პერიოდში ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. სავარაუდოდ, გაზაფხულზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან.

კომენტარები