„ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან“-ირაკლი კობახიძე მელიაზე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„გვესმის საუბარი მუდმივად იმაზე,-  მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია. გამოდის ციხიდან, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, განსაკუთრებით ამნისტიას, ეს მელიას გადასაწყვეტია. შეუძლია, მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის შესახებ კანონში. მელია თუ არ დაეთანხმება შესაბამის გირაოს, მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება, ესეც არის უზრუნველყოფილი მისთვის. ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. შეუძლია შემოვიდეს, შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში, ეს მისი გადასაწყვეტია” .

ნიკა მელიამ განაცხადა,- ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

კომენტარები