„ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით“

-„ამერიკელ კონგრესმენს საკუთარ წერილში, კონკრეტული მიზეზებიც აქვს მითითებული.

ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პიზიტიურია და. ა. შ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონგრესმენ მალენის განცხადებას, მის მიერ იმავე წერილში მაგალითის სახით მითითებული, კონკრეტული მიზეზიც აქვს.

რაც შეეხება კომპანია “ფრონტერას” – მისი დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მიუკერძოებლად, რეალისტურად შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზოგადად, ქართული სახელმწიფო დღეს, ისე როგორც არასდროს, მოწოდებულია, რომ მაქსიმალური, შეიძლება ითქვას პრიორიტეტული ხელშეწყობა ჰქონდეთ დასავლურ კომპანიებს და ერთ-ერთ მაგალითად თავად “ფრონტერაც” კი შეიძლება გამოდგეს, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს, საქართველოში დღეის მდგომარეობით ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო პირობები აქვს”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

-„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 3 დეკემბერით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, სადაც ხაზგასმულია მათი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მიუხედავად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომი პროგრესისა ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში მკვეთრად უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა“,- წერს კონგრესმენი.

სწორედ ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან, რომელიც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქმა“ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ანტიდასავლურ გრძნობებს ავითარებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი, მარკუეინ მალინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

 

კომენტარები