ნეიმარი კიდევ ერთი რეკორდის ავტორია

ნეიმარი კიდევ ერთი რეკორდის ავტორია. სენეგალთან გამართულ ამხანაგურ მატჩში 27 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მეასედ ითამაშა.  „სელესაოს“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც მსგავს ნიშნულს მიაღწია.

ასი, ან მეტი თამაში პენტაკამპეონების რიგებში სულ ექვს ფეხბურთელს, კაფუს (142), რობერტო კარლოსს (125), დანი ალვეშს (117), ლუსიოს (105), კლაუდიო ტაფარელის (101) და რობინიოს (100) აქვს გამართული, თუმცა ნეიმარის ასაკში ვერც ერთმა მათგანმა მოასწრო ეროვნული გუნდის მაისურის ასჯერ მორგება.

კომენტარები