ნეიროფსიქოლოგი: „მშობლებს ვთხოვ, ონლაინსწავლებზე ნეგატიურად ბავშვების თანდასწრებით არ ისაუბრონ“

-„მშობლებს ვთხოვ, ონლაინსწავლებზე ნეგატიურად ბავშვების თანდასწრებით არ ისაუბრონ.

განსაკუთრებით, პირველკლასელი მშობლების მდგომარეობაში შევდივარ. ბავშვები ,სკოლაში, წასვლას ზარ-ზეიმით ელოდებოდნენ, რომელიც განსაკუთრებული მოვლენაა ცხოვრებაში, უცებ, ასეთი საშინელი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის მოცემულობა.

ამ იმედგაცრუებით, როცა ჩვენ, მშობლები კიდევ უფრო გაღიზიანებულები ვართ, ბავშვებს კიდევ უფრო ვსტრესავთ. ბავშვებს როცა ესმით გაღიზიანებული მშობლების ტექსტები, მათ სკოლის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ? მე დიდი იმედი მაქვს, ეს ღონისძიება 1-ელ ოქტომბრამდე გასაგები მიზეზის გამო იქნება, რომ რაღაცნაირად ინფიცირებულთა ნაკადები ცოტათი შემცირდეს, მაგრამ დღეს ეს ჩვენი რეალობაა“, – განაცხადა ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კომენტარები