ნიგერიის ციხიდან 1800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ნიგერიის ციხიდან 1800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. ამ ინფორმაციას „ამერიკის ხმ“ ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

საპყრობილეს შეიარაღებული პირების ჯგუფი დაესხა თავს. ბოროტმოქმედები ციხეში შეიჭრნენ, ცეცხლი გახსნეს, ადმინისტრაციული შენობა ააფეთქეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ქვეყნის პრეზიდენტმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.

კომენტარები