ნიგერიული “ყვითელი ცხელების” ეპიდემია- უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს

ნიგერიული “ყვითელი ცხელების” ეპიდემიური ვითარება უარესდება. უმეტეს  შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. მსგავსი ფაქტები ქვეყნის 36 შტატიდან უკვე ხუთ შტატში დაფიქსირდა. ეპიდემიის შემთხვევები დელტაში, ენუგუსშიბენუესსა და ებონიის შტატებში, სამხრეთ ნიგერიაში და ბაუჩას ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 530 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებულია, მათგან 172 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიგერია 2017 წლიდან “ყვითელი ცხელების” ეპიდემიას ებრძვის.

მომაკვდინებელი დაავადების გავრცელება ვირუსის გადატანით ხდება, რომლის გადამტანები Aedes aegypti კოღოები არიან. ჯასარევიჩი ამბობს, რომ ვაქცინაციას მაღალი რისკის ქვეყნებში ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“ნიგერიაში “ყვითელი ცხელების” საწინააღმდეგო ვაქცინის რუტინული იმუნიზაციის პროგრამა 2004 წელს დაიწყო. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ჩატარდა პროფილაქტიკური კამპანიებიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნიგერიაში მყოფებს მოუწოდებს, – იქ, სადაც “ყვითელი ცხელება” დაფიქსირებულია, მწერებისგან თავი დაიცვან, შეინარჩუნონ სუფთა გარემო და სანიტარული წესით დაამუშაონ ის ადგილები, სადაც კოღოებს შენიშნავენ.  ვინც ნიგერიაში სულ მცირე 9 თვის განმავლობაში იმყოფება, “ყვითელი ცხელების” წინააღმდეგ ვაქცინაციისთვის სამედიცინო პუნქტებს მიმართონ.

კომენტარები