ნივთების ზედაპირებიდან  კორონავირუსის გადადების ალბათობა მცირეა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევით,  ნივთების ზედაპირებიდან  კორონავირუსის გადადების ალბათობა მცირეა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

-„კვლევის თანახმად, ვირუსის გადაცემის ალბათობა ინფიცირეულ ადამიანთან ახლო კონტაქტის დროს მაღალია.

ინფიცირების ყველაზე მაღალი ალბათობა მაშინ არსებობს, როცა ადამიანს უშუალო კონტაქტი აქვს ინფიცირებულთან და არა იმ ნივთებთან შეხებისას, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა“, – აცხადებს ვირუსოლოგი ვინსენტ მუნსტერი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოსახლეობას ადამიანებისგან 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას ურჩევს.

 

კომენტარები