ნიკა გვარამია – „მე შემთხვევით არ მაცვია „კამუფლაჟი“

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა. „მე შემთხვევით არ მაცვია „კამუფლაჟი“. პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მან რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
2020 წელის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების ამოწურვამდე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს.
პოსტს მხოლოდ იმ შემთვევაში დატოვებს, თუ ამას რუსთავი 2-ის თანამშრომლები მოითხოვენ:
„რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი. მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას, რომ ჯობია მე წავიდე, დავემორჩილები. სხვაგვარად, ჩემი გათავისუფლება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. მაგრამ მათ ადამიანურ გადაწყვეტილება აუცილებლად დავემორჩილები, თუკი ისინი ასე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე მე არ ვაპირებ რუსთავი 2-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. მე არ ვაპირებ ბიძინა ივანიშვილს უფლება მივცე ერთ დღეში გასრისოს ჩემი, ჩემი კოლექტივი, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავლურ ფასეულობებზე მომუშავე ჟურნალისტები და ყველა დანარჩენი თანამშრომელი“, – აცხადებს ნიკა გვარამია.
18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საქმეზე “რუსთავი 2”, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.
საქართველოს სასამართლო ინსტანციებმა “რუსთავი 2” მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა, ტელეკომპანიაში ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. და ეს ადამიანია ნიკა გვარამია: „ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით“.

კომენტარები