ნიკა ლალიაშვილი: „მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს“ – „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს…

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, თავდამსხმელმა 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო.

-„მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს. თუ ეს 500 ათასი დოლარია, მაშინ, „მოსულა“ გადახდა, ხოლო, 4 მილიონი თუ წაიღო, მაშინ უნდა დაგეხოცათ! ის ხელყუმბარაც უნდა აეფეთქებინათ. აი, მაშინ სწორი იქნებოდა. სინამდვილში, პირიქით არის. 40 მლნ რომ მიეცა სახელმწიფოს, ხომ უფრო უფრო მაგარი გამოჩნდებოდა სახელმწიფო?!“, – განაცხადა  ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემა „პოზიციაში“ მძევლებზე თანხის გადახდის თემაზე საუბრისას.

 

კომენტარები