ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობის 12 ახალი წევრი წარადგინა- „განახლებული გუნდი ეკონომიკაზე, სოციალური“

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა.

ენმ–ს 12 ახალი წევრი იქნება:

  • ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს;
  • რეზო ჩომახიძე –  ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი;
  • ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი;
  • სოფო ჯაფარიძე – ლექტორი, იმუშავებს ჯანდაცვის მიმართულებაზე ;
  • ნონა მამულაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
  • ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;
  • გიორგი თარგამაძე – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
  • მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
  • გიორგი ჩალაძე – იურისტი, მედიატორი;
  • ნიკა ობოლაძე – იურისტი;
  • ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
  • გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი.
  • -„განახლებული გუნდი ეკონომიკაზე, სოციალური მიმართულებასა და ჯანდაცვაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მელიამ.
კომენტარები