„ნიკა მელიას მიაჩნია, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა“ – სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას შეხვდა

სალომე სამადაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

სალომე სამადაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა:

-„ძალიან მხნედ არის, კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. ნიკა მელიას მიაჩნია, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა, ჩვენ მასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“.

კომენტარები