„ნიკა მელიას პოზიცია არარელევანტურია, ის ხელმოცარული პოლიტიკოსია იმ თვალსაზრისით…“-შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

-„დადასტურდა,  – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი ორ პარტიად, რომელიც აკეთებს ყველაფერს, იყოს დესტაბილიზაცია, არეულობა. დადასტურდა ისიც, – ეს არეულობა ერთადერთ ქვეყანას, რუსეთს აწყობს. მთავარია, პარლამენტში არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაწყებულია რეფორმები, რომელიც უნდა შესრულდეს.

ნიკა მელიას პოზიცია არარელევანტურია, ის ხელმოცარული პოლიტიკოსია იმ თვალსაზრისით, რომ ერთის მხრივ, ცდილობდა საკუთარ ქვეყანაში მოეწყო არეულობა და ეს არ გამოუვიდა. იქამდეც კი წავიდა, მართლმსაჯულების სისტემას თავი დააჭერინა, ესეც არ გამოუვიდა, უკან დახევა მოუწია. მისი პოზიცია არარელევანტურია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამრევი პარტიები არიან. ოპოზიციის შეფასება, – ნიკა მელია პოლიტპატიმარია, გარწმუნებთ, – ევროკავშირს თუ სურდა, ეღიარებინა ნიკა მელია პოლიტპატიმრად, ისინი არავის მოერიდებოდნენ და იტყოდნენ. ევროკავშირის მოსახლეობა არის 500 მილიონი, საქართველოსი 3,5 მილიონი, ევროკავშირს რაიმე მორიდება არ ექნებოდა საქართველოს მიმართ, რომ ეთქვა, ნიკა მელია პოლიტპატიმარია. ევროკავშირმა გირაო რომ გადაიხადა, იმას ადასტურებს, რომ პროკურატურის პოზიცია იყო სამართალზე დაფუძნებული, სწორი და ის, რომ ნიკა მელია ჯიუტად უარს ამბობდა გირაოს გადახდაზე და გამოწვევას უგზავნიდა მართლმსაჯულებას, ეს რომ იყო დესტრუქცია, სწორედ ამის დასრულება სურდა ევროკავშირს და გირაო გადაიხადა“.

გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები