„ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი – ახლა პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს და გვეუბნებიან, -არ უნდა შევეხოთ“- ირაკლი ღარიბაშვილი

-„ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ის სასამართლომ შერაცხა კრიმინალად ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს ყველას ავიწყდება. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ალიბი იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. ყველას კარგად მოგვეხსენება, მელია „ნაცმოძრაობის“ როგორი თავმჯდომარეცაა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რეალურად, მიხეილ სააკაშვილია.

სხვა ლიდერი არ არსებობს. მელია, ვაშაძე და სხვები არიან დროებითი, ფორმალური სახეები. ბატონი მელია გასამართლდა ბანკ „ქართუს“ საქმეზე. ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხებისადმი. თუ არ ვცდები, მას პირობითი სასჯელი და ჯარიმა მიესაჯა, რომელიც მან გადაიხადა. ანუ, ისაა ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ.  არიან ყოველთვის დროებითი, ფორმალური სახეები. მელიასთან მიმართებაში, ნახეთ, როგორი ჭკვიანური სვლა გააკეთეს მათი გათვლით. არ შეიძლება, ადამიანს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ინდულგენციებს აძლევდნენ.

ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზად არის. ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნო რადიკალური და კონსტრუქციული ფრთა. როგორც ვიცი, საბედნიეროდ, არიან კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზოციას, რომელსაც სურს მძევლობიდან, ძალადობიდან გამოეყოს იმას, რაც მომდინარეობს პირდაპირ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან, მელიას ვგულისხმობ. ის კრიმინალია, რადგან სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. სხვათაშორის, ეს ყველას ავიწყდება. უბრალოდ, ეს არის ალიბი, ყველას შევახსენებ,- ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

კომენტარები