„ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, სამაჯურს ისევ“-მიხაელ გალერი

ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხაელ გალერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. ბატონი ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, სამაჯურს ისევ გაიკეთებს. ეს არის ისეთი კომპრომისი, რომელზეც ორივე პარტია უნდა წავიდეს.

ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებს ერთმანეთისგან განვაცალკევებდი. რურუა უკვე სასჯელს იხდის. ახლა უკვე საკითხი იმაზეა, უნდა შეიწყალონ თუ არა. 

მელიას შემთხვევაში საუბარია გირაოს გადახდასა და მის ციხიდან გამოშვებაზე. მელიას შემთხვევას თუ შევხედავთ, ასეთი სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, მან წვლილი შეიტანა მმართველი პარტიის პროვოცირებაში. პარლამენტზე შტურმის მცდელობა, პოლიტიკური აგრესიის გამოვლენა და მაგალითად ის, რომ მე სამაჯურს ვატარებ, მაგრამ ახლა საჯაროდ მოვიხსნი, თქვენ ვერ დამიჭერთ, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო“.

კომენტარები