ნიკა მელია: გული მწყდება, რომ ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე არ მექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ეს ვერ შეაცვლევინებს საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრს. როგოც მან განაცხადა, გული წყება, რომ მას ბოლო პოლიტიკური “პანჩურის” ამორტყმის შესაძლებლობა არ ექნება ხელისუფლებისთვის.
„ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ.
უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული.
​არ იდარდოთ, თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს იმიტომ, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალის წარდგენის მიზნით დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კომენტარები