ნიკა მელია – ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი

ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სანდრო გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ვანო მერაბიშვილს არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, თანამდებობაზე დარჩენილიყო.

„ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში არ იქნება. ჩემი აზრი არის შემდეგი – მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა იყო ქვეყანაში, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო. ამას ვაფასებ და ვუფასებ, მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური. პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ, დიდ შეცდომად, როდესაც ახალგაზრდა გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა დაივიწყა, არადა, სინამდვილეში, ეს დაილექა და როგორც დემოკრატიულმა ტალღამ, დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი პოზიტიური ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ მას ასევე აქვს ნეგატიური გამოცდილება. მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები