ნიკა შენგელია: „მოვიყვანოთ ხორბალი და მხოლოდ 30%-ზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს თემა სულ ასე მუსირებს ბოლო 5 წელიწადია“

„ალტ ინფოს“ გადაცემა  „დღის კომენტარი “

ეკონომისტი ნიკა შენგელია:

-„ოთხი თვის წინ ჩვენ ვთქვით, რომ მაისის თვისთვის გვექნება ისეთი სიტუაცია, ხორბლის მარაგები იქნებოდა ნულზე და გვექნება პურის ფქვილის მარაგები იმიტომ, რომ პურის ფქვილი შემოდიოდა.

როდესაც რუსეთმა ხორბალზე გაზარდა გადასახადი, ფაქტობრივად, მან თავისი წარმოებას დაიცვა იმ კუთხით, რომ უნდოდა, როგორც გადამუშავებული პროდუქტი მეტი გაეცა ექსპორტზე, ვიდრე პირდაპირ ნედლეული ხორბალი.

ხორბლის შემოტანა და შემდეგ მისი გადამუშავება დღეს გაცილებით მეტი უჯდება, გაცილებით ძვირი ჯდება იქიდან მიღებული პურის ფქვილი, ვიდრე შემოტანილი იმპორტზე. ამიტომ ცხადია, ამისი ნიშნები იყო სამი თვის წინაც.

ჩვენ ვამბობდით, რომ პრობლემა არ არის, არ იქნება ხორბალი, მაგრამ იქნება პურის ფქვილი. მაგრამ პურის ფქვილის მარაგს სახელმწიფო არ ქმნის. ამას ქმნის კერძო კომპანიები, მათ შემოაქვთ. როდესაც დაიწყო ეს პანიკა. პურის ფქვილი შემოდიოდა 5 ათასი ტონა, ლარსზე ვერ გადმოჰქონდათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში იმპორტის 90%, პურის ფქვილი იქნება თუ ხორბალი, ჯერჯერობით ისევ რუსეთიდან მოდის. 2022 წლის პირველ კვარტალშიც ხორბლისა და პურის ფქვილის დაახლოებით 8-ჯერ მეტი იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან, ვიდრე ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

წაკითხული მაქვს მეცნიერების ნაშრომები, დასკვნები, ვინც ამ სფეროშია, რომლებიც ირწმუნებიან, შეიძლება, საქართველოში 70%-მდე გავზარდოთ იმპორტის შემცველი, მოვიყვანოთ ხორბალი და მხოლოდ 30%-ზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს თემა სულ ასე მუსირებს ბოლო 5 წელიწადია და ვერანაირად ვერ განხორციელდა სახელმწიფოს ეკონომიკური გუნდის მხრიდან ისეთი წახალისება და ისეთი პროქტები, რომ ეს გეგმა აღსრულებულიყო, რომ მაქსიმალურად ადგილზე მოვიყვანო ხორბალი…“

გადაცემა ნახეთ

კომენტარები