ნიკა წუ­ლუ­კი­ძეს კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბა აქვს – სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა

მსა­ხი­ობს ნიკა წუ­ლუ­კი­ძეს კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა  აქვს – სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა.

დი­ღომ­ში 1000 კვ მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­მო­თხედ აქ­ცია. შრო­მა აქ არა­ვის ეზა­რე­ბა. აქვთ ბოს­ტა­ნი, ხე­ხი­ლი და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­წე­უ­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა.

„ჩვენს ოჯახს ეს ეზო დი­ღომ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 30 წე­ლია გვაქვს.  ადრე აქა­უ­რო­ბას ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ­დით, რო­გორც ახლა.

ჩვენს გა­და­ცე­მა­ში ერთი პე­დი­ატ­რი გვყავდა სტუმ­რად, რო­მელ­მაც თქვა, რომ ახლა მსოფ­ლიო გზავ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ე.წ. სუფ­თა-ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლე­ბია – ხე­ლე­ბი ბავ­შვმა ეზო­ში მე­ბა­ღე­ო­ბის დროს უნდა გა­ი­ჭუ­ჭყი­ა­ნოს, რომ ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ჩხი­რე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით იმუ­ნი­ტე­ტი გაძ­ლი­ერ­დე­ს. ჩემს შვილს ბე­ბია-ბა­ბუა სო­ფელ­ში არ ჰყავს. ისი­ნი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ, ამი­ტომ სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თვის ამ ეზოს მივ­მარ­თეთ. ბავ­შვმა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­თე­სა მცე­ნა­რე­ე­ბი. როცა ნახა, რო­გორ ამო­დის და იზ­რდე­ბა, რო­გორ ას­ხია ხეს ხე­ხი­ლი, გა­ი­ხა­რა. მერე ჭუ­კე­ბი მო­ვუყ­ვა­ნე და ახლა უკვე იხ­ვე­ბი არი­ან. მა­თაც უვ­ლის – აჭ­მევს და მცე­ნა­რე­ებ­საც რწყავს. უკვე უამ­რა­ვი რამ და­თე­სა თა­ვი­სი ხე­ლით და ეს საქ­მე ძა­ლი­ან ახა­რებს. ჩემს დის­შვილ­თან ერ­თად ყვა­ვი­ლებ­საც უვ­ლის. ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბიც გვაქვს. 15 წუ­თი­თაც რომ მივ­დი­ვარ, ისეთ თე­რა­პი­ას გავ­დი­ვარ, სულ მეხ­სნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი სტრე­სი და დაღ­ლი­ლო­ბა“, – განაცხადა წუკულიძემ.

 

კომენტარები