ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ომბუდსმენს მიმართავს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს:

-„არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, -ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს  არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, – მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა.  მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე ორგანიზაციამ თბილისიდან, სპორტსმენის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა“.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ, 11 მარტს დოჰას საერთაშორისო ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა. 

კომენტარები