ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საჩოგბურთო ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 104-ე ადგილზეა, ორ სეტში, 6:7, 2:6 წააგო.

თამაში საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც სლოვაკმა 7:2 იმარჯვა და შედეგად, სეტი 7:6 მოიგო.

მეორე სეტში კი გომბოსმა ქართველ მეტოქეს ადვილად აჯობა. ქართველი სპორტსმენი ზედიზედ მეცხრედ დამარცხდა, თან ისე, რომ ამ ცხრა შეხვედრაში ერთი სეტიც კი არ მოუგია.

კომენტარები