„ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს“

კომაროვის სკოლის ფეიბუქ გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა:

„კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკოლოზ ბირკაძე სიის ასეულში ერთადერთი ქართველია. მას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

ნიკა ბირკაძის წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

  1. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2 და ვერცხლის 1მედალი.
    2. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი.
    3. ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში.
    4.სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.

6.ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
7. რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი“.

კომენტარები