ნიკოლოზ გამყრელიძე: „ვფიქრობ, ჰოსპიტალური სექტორი, COVID-19-ის მეორე ტალღას უფრო მომზადებული“

-„პირველი გამოწვევა იყო ნიღბებისა და კომბინიზონების ნაკლებობა, რაც კორონავირუსის პირველი ტალღის დროს დაძაბულობასა და შიშს განაპირობებდა. ეს პრობლემა დღეს მოხსნილია.

ჩვენს კომპანიას რამდენიმე თვის მარაგი აქვს პერსონალური დაცვის საშუალებების და არც ყიდვაა პრობლემა. სრულად დაცულია ჩვენი პერსონალი.

დღეს კომპანიას მედიკამენტების 4-5 თვის მარაგი აქვს და უკვე გამოიყოფა 700 საწოლი. ახალი პროტოკოლის თანახმად, კლინიკებში საწოლებზე მოთხოვნის ტემპი არ იქნება მაღალი, რადგან პაციენტების გადაყვანა სასტუმროებში მოხდება“, – განაცხადა კორპორაცია „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები